Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიისთვის კანდიდატის შერჩევის შესახებ

გამოცხადდა კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების დარგში)  და ჟიული შარტავას სახელობის (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) სტიპენდიის მისაღებად თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • განაცხადი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • პროფესორის 1 რეკომენდაცია;
  • სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
  • სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

საბუთები მიიღება დისტანციურად მისამართზე:  social@tsu.ge

2021 წლის 8 ივლისიდან 2021 წლის 23 ივლისის 17 საათამდე

ბრძანების სრული ტექსტი იხ. ბმულზე.